Monday, February 7, 2022

პირველი რობოტები

როდესაც ჯორჯ დევოლმა 1954 წელს პირველი პროგრამირებადი რობოტი შექმნა, ალბათ არც უფიქრია იმაზე, რომ 64 წლის შემდეგ მსგავსი ქმნილება იმდენად დაიხვეწებოდა, რომ ათასი ინვესტორის წინაშე წარდგებოდა, ადამიანური ლოგიკით უპასუხებდა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს და, რაც ყველაზე მთავარია, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდებოდა. რობოტ სოფიას, მისი უნარების გამო, უკვე მთელი მსოფლიო იცნობს. იგი ცნობს ადამიანებს, ამუშავებს ვიზუალურ მონაცემებს თვალებში არსებული კამერებისა და ალგორითმების საშუალებით და არჩევს სახეებს, ასევე იღებს ბუნებრივი სახის მიმიკებს და ძალიან ჭკვიანია მუდმივად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის წყალობით. 

 ტექსტის წყარო: იხილეთ აქ.
სოფიას გარდა რამდენიმე რობოტი არსებობს. ერიკა არის ერთ-ერთი რობოტი რომელიც ადამიანურ როლს წარმატებით ითავსებენ. ერიკა იაპონური რობოტია, რომელსაც ხმით ადამიანის იდენტიფიცირება და ოთახში მისი მდებარეობის აღქმა შეუძლია. ერიკას ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად უმჯობესდება და შედეგად კარიერული წინსვლაც აქვს, რადგან, არსებული ინფორმაციით, 2018 წლის აპრილიდან ახალ ამბებს წაიყვანს იაპონურ ტელევიზიაში, ადამიან ჟურნალისტებთან ერთად. ამისათვის მისი შემქმნელი ჰიროში იშიგურო 2014 წლიდან იბრძვის და, როგორც ჩანს, ერიკას დებიუტი ტელევიზიაში სულ მალე შედგება. იშიგუროს, რომელსაც ერიკა მამას ეძახის, საბოლოო მიზანია, რომ ერიკას დამოუკიდებელი ცნობიერება განუვითაროს, რომ რობოტს სურვილები გაუჩნდეს, იფიქროს და აკეთოს, რასაც მოისურვებს. ამ დიდი ამბიციებიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ ერიკა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო დაფინანსების მიმღებია იაპონიაში.

 ტექსტის წყარო: იხილეთ აქ.

No comments:

Post a Comment

ხელოვნური ინტელექტი

  ჯონ მაკარტის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი  გულისხმობს  პროგრამასა, თუ კომპიუტერს,  რომელიც ზუსტად ისეთივე ინტელექტუალურ ფუნქციას შეასრულე...