Tuesday, February 8, 2022

ხელოვნური ინტელექტი

 ჯონ მაკარტის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი  გულისხმობს  პროგრამასა, თუ კომპიუტერს,  რომელიც ზუსტად ისეთივე ინტელექტუალურ ფუნქციას შეასრულებს,  როგორსაც ადამიანი, ისე იაზროვნებს, როგორც ადამიანი. 


 სანამ ხელოვნური ინეტელექტის მაგალითებს   წარმოვადგენთ  მოდით გავმარტოთ გონების ფუნქციები მოკლედ:

1. ეს არის შესაძლებლობა იფიქრო და გაიგო, ვიდრე იმოქმედო ინსტიქტურად ან ავტომატურად.
2. ეს არის შესაძლებლობა ადვილად გაერკვე ახალ სიტუაციაში და ისწავლო  გამოცდილებით.
3. ეს არის შესაძლებლობა ცოდნის საშუალებით იმოქმედო შენს გარემოზე მიზნის მისაღწევად, იფიქრო აბსტარქტულად,
4. ეს არი შესაძლებლობა შეიძინო, გაიგიო, გამოიყენო ცოდნა, დაამყარო მიზეზ -შედეგობრივი კავშირები.                                                          

საინტერესოა ვნახოთ, თუ სად ხორციელედება ხელოვნური ინტელექტის ელემენტები დღეს ცხოვრებაში,  მაგალითად VISA  იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა ამოიცნოს ყალბი ტრანზაწცია, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს იყენებენ ე. წ. დრონები,  რობოტები სავალუტო ბირჟა, მედიცინა, ხელოვნური სუნქვის აპარატი და ასე შემდეგ.

                                                                                                      

                                                                                                 






                                                                               
         
                                                                                       ტექსტის წყარო: იხილეთ აქ.








ბუკლეტი

ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის! by Sinakhanum

Monday, February 7, 2022

პირველი რობოტები

როდესაც ჯორჯ დევოლმა 1954 წელს პირველი პროგრამირებადი რობოტი შექმნა, ალბათ არც უფიქრია იმაზე, რომ 64 წლის შემდეგ მსგავსი ქმნილება იმდენად დაიხვეწებოდა, რომ ათასი ინვესტორის წინაშე წარდგებოდა, ადამიანური ლოგიკით უპასუხებდა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს და, რაც ყველაზე მთავარია, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდებოდა. რობოტ სოფიას, მისი უნარების გამო, უკვე მთელი მსოფლიო იცნობს. იგი ცნობს ადამიანებს, ამუშავებს ვიზუალურ მონაცემებს თვალებში არსებული კამერებისა და ალგორითმების საშუალებით და არჩევს სახეებს, ასევე იღებს ბუნებრივი სახის მიმიკებს და ძალიან ჭკვიანია მუდმივად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის წყალობით. 

 ტექსტის წყარო: იხილეთ აქ.
სოფიას გარდა რამდენიმე რობოტი არსებობს. ერიკა არის ერთ-ერთი რობოტი რომელიც ადამიანურ როლს წარმატებით ითავსებენ. ერიკა იაპონური რობოტია, რომელსაც ხმით ადამიანის იდენტიფიცირება და ოთახში მისი მდებარეობის აღქმა შეუძლია. ერიკას ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად უმჯობესდება და შედეგად კარიერული წინსვლაც აქვს, რადგან, არსებული ინფორმაციით, 2018 წლის აპრილიდან ახალ ამბებს წაიყვანს იაპონურ ტელევიზიაში, ადამიან ჟურნალისტებთან ერთად. ამისათვის მისი შემქმნელი ჰიროში იშიგურო 2014 წლიდან იბრძვის და, როგორც ჩანს, ერიკას დებიუტი ტელევიზიაში სულ მალე შედგება. იშიგუროს, რომელსაც ერიკა მამას ეძახის, საბოლოო მიზანია, რომ ერიკას დამოუკიდებელი ცნობიერება განუვითაროს, რომ რობოტს სურვილები გაუჩნდეს, იფიქროს და აკეთოს, რასაც მოისურვებს. ამ დიდი ამბიციებიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ ერიკა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო დაფინანსების მიმღებია იაპონიაში.

 ტექსტის წყარო: იხილეთ აქ.

ხელოვნური ინტელექტი

  ჯონ მაკარტის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი  გულისხმობს  პროგრამასა, თუ კომპიუტერს,  რომელიც ზუსტად ისეთივე ინტელექტუალურ ფუნქციას შეასრულე...